ეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტარებს? - რას ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

09.10.26 17:59
ეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტარებს? - რას ამბობს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტარების ხელფასები უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებული არ არის - ასეთი პასუხი გასცა ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ირაკლი ზარქუას მიერ დასმულ კითხვას, რომელიც დაინტერესდა იზრდება თუ არა პარლამენტის წევრების ანაზღაურება.

მე მინდა თქვენ უპასუხოთ, გვეზრდება ხელფასი? 1200, 1500 და რაღაც ასეთ ციფრებს ყვებოდნენ. გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა, ეს მკაფიოდ მინდა რომ აქ ბრძანოთ“, - განაცხადა დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე.

გიორგი კაკაურიძის თქმით: 

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ხელფასი დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. საბაზო თანამდებობრივ სარგოს გაზრდასთან ერთად, უნდა გაიზარდოს პარლამენტის ხელფასიც, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს პარლამენტის ბიუჯეტი რაც არის დამტკიცებული, იქ არ არის პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული. ანუ, გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტში, კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს, ამიტომ კანონი იქნება შესასწავლი ან უნდა დავამატოთ ფული, ეგ იქნება საბოლოო ჯამში“, - აღნიშნა კაკაურიძემ BM.GE-ს მიხედვით.

კანონით გაანგარიშებული კოეფიციენტების მიხედვით, პარლამენტარების ხელფასები 2027 წელს ასე უნდა განისაზღვროს:

  • პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; წლიური ზრდა: 16 200 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 191 544 ლარი; ზრდა: 14 904 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 187 380 ლარი; ზრდა: 14 580 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 178 452 ლარი; ზრდა: 13 332 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 172 602 ლარი; ზრდა: 13 242 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 170 634 ლარი; ზრდა: 13 194 ლარი
  • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
  • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 168 507 ლარი; ზრდა: 12 987 ლარი
  • პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 166 560 ლარი; ზრდა: 12 960 ლარი