პაატა სალია აბსოლუტურად გაუნათლებელი კაცია - იუსტიციის ყოფილი მინისტრი

09.10.26 22:21
პაატა სალია აბსოლუტურად გაუნათლებელი კაცია - იუსტიციის ყოფილი მინისტრი

დღევანდელი იუსტიციის მინისტრი აბსოლუტურად გაუნათლებელი კაცია - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა TV პირველის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, სისხლის დანასაულია იმ კადრების გავრცელება, რომელიც პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში ყოფნას და იქ მომხდარ ფაქტს ასახავს. 

ჩვენ ხო გვაქვს პერსონალურ ონაცემთა დაცვის კანონი, სადაც მე-4 მე-5 მუხლში პირდაპირ წერია, რომ პერსონალური მონაცემები, რომელიც სენსიტიურია და ბიომეტრიულ მონაცემებს შეცავს და ეგ არის ზუსტად დეესკალაციის ოთახი. იმის მიზნობრიობა რა არის? - რომ ეს ადამიანი არ დაზიანდეს, ის არ შეიძლება მტკიცებულებად იყოს გამოყენებული. მიზნობრიობა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანის გადარჩენა, მისი ცნობიერების აღდგენა. აქვეყნებენ კადრებს, რომლის უფლებაც იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდა. პერსონალურ მონაცემთა ობიქეტს, ანუ პატიმრის ნებართვის გარეშე კადრების გამოქვეყნება არც იკუსტიციის მინისტრს, არც პენიტენციურ სისტემას არ ჰქონდა. 

თითის შეღწევა იყო თუ რაღაც, ამის ჩვენება როგორ შეიძლება?! ამ სახელწიფოს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია. ამას რომ აჩვენებ, სწორედ ამან გამოიწვია ბუნტი ციხეებში. ეს ხომ საშინელებაა, ძალიან გამოუცდელი უნდა იყო ადამიანი ამას რომ აკეთებ!"- განაცხადა TV პირველთან კემულარიამ. 

მისი თქმით დღეს ციხეთა სისტემას პოლიციის სისტემა მართავს, რაც დაუშვებელია. იუსტიციის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ციხეში ზის არ შეიძლება მას ყფილი პოლიციელები მეთვალყურეობდნენ. 

"შოთა ტრაპაიძეც [რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი] ყოფილი პოლიციელია, და ის კაცი [გიორგი დავითაძე] ამბობს, რომ [შალვა ფერაძემ] დაურეკა ამას და უთხრა "გააქათმეთ" თუ რაღაც საშინელება. ეს არის პოლიციური რეჟიმი, სხვა არაფერი] - აღნიშნავს კოტე კემულარია. 

მსგავსი სიახლეები