ვინ "დააშანტაჟა" ივანიშვილი? - კემულარია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი თქმით, "ოცნების" დამფუძნებელმა კობახიძის მოხსნა გადაიფიქრა
ივანიშვილი ჯერ კიდევ 14 სექტემბერს იყო მზად კობახიძის გასაშვებად და მათ შორის კალაძეც, ორივე ერთად უნდა გაეშვა - ამის შესახებ TV პირველის "დღის ამბებში" პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ოცნების" ძველი თაობა [ხუნდაძე, წულუკიანი სუბარი] აჯანყდა და "ულტიმატუმი წაუყენეს ივანიშვილს, რომ თუ კობახიძეს გაუშვებდა, მხოლოდ თეა წულუკიანი უნდა მოეყვანა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ".
14 სექტემბერს, როცა ქვეყანას ახალი პრემიერი უნდა ჰყოლოდა, ისინი აჯანყდნენ, მათ ულტიმატუმი წაუყენეს ბიძინა ივანიშვილს და ვისზე? - თეა წულუკიანზე. ანუ მათ დასვეს საკითხი თუ ის [ირაკლი კობახიძე] წავა, უნდა იყოს ეს [თეა წულუკიანი] ახალი რომ მოიყვანო ჩვენ მას ხმას არ მივცემთ. გახსოვთ თქვენ გახარიას პარტიის კანონპროქტს რომ მისცა 18-მა დეპუტატმა ხმა. ეს იყო ის ყვითელი ბარათი, რაც მათ აჩვენეს ივანიშვილს. წულუკიანს, ასეთ გამოცდილს შეეშალა ღილაკი?! ეს იყო ივანიშვილისთვის ჩვენება, რომ "ჩვენ არ ვართ ისეთი მონები ხელს რომ წამოგვარტყამ". არ მისცემდნენ ისინი ხმას, ახალ პრემიერს ვერ დაამტკიცებს ივანიშვილი, ხმები არ ჰყოფნის უბრალოდ"- აცხადებს კოტე კემულარია.