"ოცნება" ყალბი ანგარიშების შექმნაში მესამე სექტორს ადანაშაულებს

12.10.26 16:08
"ოცნება" ყალბი ანგარიშების შექმნაში მესამე სექტორს ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" ლიდერები "სამართლიანი არჩევნების" კვლევას ეხმაურებიან, რომელიც მიხედვითაც გამოვლენილია 400-ზე მეტი ყალბი ანგარიში, რომლებიც ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კირცხალიას ციტატებს სოციალურ ქსელში იწონებდნენ.

"თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ და ბილეთებსაც თვითონ ყიდიან" - ასეთია შალვა პაპუაშვილის პასუხი. "ოცნების" ლიდერი მესამე სექტორს ფაქტობრივად ყალბი ექაუნთების შექმნაში ადანაშაულებს.

"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს, უყვარს და პატივს სცემს ყველაფერ ნამდვილს და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ ას ოცი ათასი ნამდვილი მხარდამჭერი. იმ ხალხს, რომელსაც საქმე გამოლევია, გარკვეული ენჯეოები თავად ქმნიან რაღაც ექაუნთებს, თავად რაღაცას აკეთებენ, თავად ავლენენ. თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ, ბილეთებსაც თვითონ ყიდიან და ფულს იღებენ ამაში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მან კვლევის ავტორ ორგანიზაციას,  "სამართლიანი არჩევნებს" "ტროლ-ბოტს" უწოდებს. 

"თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა პივიტი 2020 წელს. ერთ-ერთი ტროლ-ბოტი, რომელიც მახსენდება არჩევნებთან მიმართებაში არის სწორედ "სამართლიანი არჩევნები". ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი ფეისბუქში, ზოგადად სოც მედიაში, გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას." - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები