მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში მიემგზავრება
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 14-15 ოქტომბერს ეწვევა, სადაც კონფერენციაში „Raisina Middle East” მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის მიერ.
უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: “მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი”.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.