ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

14.10.26 14:52
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურა ჯაფარიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის თურქეთში, საზღვარზე დააკავეს. 

პოლიტიკოსი წერს, რომ დაკავების მიზეზი სავარაუდოდ,  საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან მიწოდებული ინფორმაცია გახდა. 

ჯაფარიძეს თბილისში ხვალ დააბრუნებენ. 

დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში.

თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.

ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე.

სხვა არაფერი სანერვიულო"- დაწერა პოლიტიკოსმა. 

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები