სააკაშვილი: უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს!".
"თუ მართლა გაგიჟდა და პარტიები აკრძალა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის"- წერს სააკაშვილი.
„ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად. ისედაც უზარმაზარ შარშია კოლაბორაციონისტული „ჩმორული“ პოლიტიკა, მის დედა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა არ დაუფასა და თავზე ემსხვრევა მთავარი, რაზეც ის აქამდე იდგა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.