კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს“ საზოგადოებას წლიურ ანგარიშს აცნობს
კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველო“ საზოგადოებას წლიურ ანგარიშს აცნობს. საკრებულოს წევრები მოქალაქეებს ხვდებიან და უყვებიან, რა საქმიანობა გასწიეს თვითმართველობის არჩევნებიდან დღემდე.
პარტიის გადაწყვეტილებები, ინიციატივები და პროტესტი “ოცნების“ წინააღმდეგ - ყველაფერზე, რაც ბოლო ერთ წელში საკრებულოში მოხდა, ხალხს ნიკა ჩერქეზიშვილი და ვატო სურგულაძე უყვებიან.
"ძლიერი საქართველო-ლელოს" დეპუტატები თბილისის საკრებულოში ვაკეთებთ ანგარიშს, რა გავაკეთეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. მერწმუნეთ, საკმაოდ საიონტერესო ანგარიშია იმის მიუხედავად, როგორ გვბლოკავდნენ. როგრო არ გვაძლევდნენ ძალიან ხშირად ჩვენი აზრების და პროექტების გატანას. მაინც ბევრი ვიმუშავეთ და ბევრი სიკეთე გავუკეთ ჩვენს ხალხს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს პარტიას და კიდევ სხვა ოპოზიციურ პარტიებს უპირებენ გაუქმებას. მერე ამ ხალხს ვინღა დაეხმარება. ხალხის პრობლემებზე მომუშავე არავინ იქნება ამ საკრებულოში. აი ამაშია პრობლემა", - აცხადებს ვატო სურგულძე.