გასაკვირი არ იქნება, რომ გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია ფულის ხაპვის ცერემონია გახდა - გეგელია

15.10.26 17:37
გასაკვირი არ იქნება, რომ გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია ფულის ხაპვის ცერემონია გახდა - გეგელია

გასაკვირი სავსებით არ იქნება არავისთვის, თუ კი გარდაცვლილი უწმინდესის და უნეტარესის დაკრძალვის ცერემონიაც გახდა, ფულის ხაპვის ცერემონია ქოცურ-რუსულ სამარცხვინო ანტიქართულ ტრადიციაში, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გირგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები და ქართველი ხალხის მიზანი უნდა იყოს სამარცხვინო, ანტიქართული, კვაზი კონსერვატიული რეჟიმის დასრულება“.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც, დადასტურებულია, რომ უსმენდა უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს, უსმენს და უთავლთვალებს მეუფეებს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ძარცვავს ჯარს და ბაგა - ბაღებს და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი სავსებით არ იქნება არავისთვის, თუ კი გარდაცვლილი უწმინდესის და უნეტარესის დაკრძალვის ცერემონიაც გახდა, ფულის ხაპვის ცერემონია ქოცურ-რუსულ სამარცხვინო ანტიქართულ ტრადიციაში. ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი, ქართველი დემოკრატიული ხალხის მიზანი უნდა იყოს სამარცხვინო, ანტიქართული, კვაზი კონსერვატიული რეჟიმის დასრულება, - განაცხდა გეგელიამ. 

დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან. 

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს. 

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.