„ჯერ საქართველო“ უერთდება „ოპოზიციის ალიანსის“ დაანონსებულ აქციას
ოპოზიციის ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციას პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველო“ უერთდება. - ინფორმაცია TV პირველის ეთერში გაერთიანების თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა დაუდასტურა.
დიახ, ეს არის ჩვენი პრინიციპული გადაწყვეტილება, მივიღოთ 25 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა. ვთლით, რომ 25-ის ღონისძიება არ პარტიული ნიშნით გამოწვეული ღონისძიება. ეს არის დემოკრატიის ნარჩენი კუნძულების გადარჩენის მცდელობა. ამ მცდელობაში მკონაწილეობის მიღება, პარტიულობას რომ თავი დავანებოთ, მოქალაქეობრივად ადამიანურად აუცილებელია.
დღეს ასევე პრესკომფერენციაზე ითქვა, რომ ნოემბრის ჩათვლით იქნება გარკვეული კამპანია, ამ კამპანიის კონტურები გამოიკვეთება. ბუნებრივია ჩვენ ყველგან ვიდგებით, სადაც თავისუფალია აზრია"- თქვა მან.
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებენ, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, ალიანსი იქნება ყველგან, "სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია ქუჩაში, თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე".