საქართველოა მზადაა, რუსეთთან კავშირი აღადგინოს, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მას აშანტაჟებს - სერგეი გავრილოვი

01.04.21 17:04
საქართველოა მზადაა, რუსეთთან კავშირი აღადგინოს, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მას აშანტაჟებს  - სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის რელიგიურ გაერთიანებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სერგეი გავრილოვი , მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველოში რუსი ტურისტების შემოდინებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას ხელს შეუშლის. გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსი ჟურნალისტის შემოსვლის წინააღმდეგი მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია იყო. 

 

-- პოზნერის შემთხვევა ეს იყო რადიკალური ოპოზიციის სერიოზული დემარში.  ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, რომელიც სტუმართმოყვარე საქართველოს არ ახასიათებს. ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, აჩვენოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში არ ღირს გამგზავრება. ქართული ოპოზიცია შეგნებულად ახორციელებს  ასეთ ქმედებებს, რომ დაასუსტოს ქვეყნის ეკონომიკა. ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა ცდილობენ, აღადგინონ ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ აგრესიული რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლეთის პოლიტიკური წრეების ინსტრუმენტს წარმოადგენს, ხელისუფლებას აშანტაჟებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩაშლას ცდილობს - აღნიშნავს გავრილოვი.

 

რუსი ჟურნალისტი და კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად 41 კაციან დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მოსახლეობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მისი ჩამოსვლა გააპროტესტა, პროტესტი გაგრძელდა იმ რესტორანში, სადაც პოზნერი იუბილეს აღნიშნავდა და სასტუმროში, სადაც რუების დელეგაცია დარჩა. პოზნერი იძულებული შეიქმნა, საქაღთველო გამთენიისას პოლიციის ესკორტის თანხლებით დაეტოვებინა.

 

მსგავსი სიახლეები