სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტი უქმდება - ეკატერინე სხილაძე

15.10.26 21:42
სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტი უქმდება - ეკატერინე სხილაძე

სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად გენდერის დეპარტამენტი უქმდება - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აპარატის თანამშრომელი ეკატერინე სხილაძე ავრცელებს. 

მისი თქმით, დეტალები, ალბათ, საჯაროდაც გახდება ცნობილი, თუმცა, ეს ამბავი მისთვის უმძიმესია.

2013 წელს ორი სტაჟიორით დაწყებული საქმე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე პირველი სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმი, წლების განმავლობაში გაწეული შრომა, მიღწეული შედეგები და საერთაშორისო აღიარება...

გენდერის საკითხებზე მუშაობა ორმხრივ მიდგომას მოითხოვს - ერთი მხრივ, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას საქმიანობის ყველა მიმართულებაში და, მეორე მხრივ, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული პოლიტიკისა და დამოუკიდებელი ინსტიტუციური მექანიზმების არსებობას.

დეპარტამენტის გაუქმება არაფრით „მართლდება“, რაოდენ დიადი მიზნებიც არ უნდა დაასახელონ. ჩემთვის ამ გადაწყვეტილებას სხვა ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველმა სახელმწიფო „პოლიტიკას“ აუწყო ფეხი და გენდერი უბრალოდ გააქრო. აქამდეც, ფაქტობრივად, გამქრალი ჰქონდა, თუმცა, ინდივიდუალურ დონეზე რაღაც მაინც ნარჩუნდებოდა.
ჰოდა, რა გითხრათ, აბა?

დიდი მოლოდინი არც მქონია, მაგრამ არც ასეთ დაცემას ველოდი.
ჩემთვის კი, ამ დეპარტამენტის გაუქმება გულიდან რაღაც ყველაზე ძვირფასის ამოგლეჯის ტოლფასია"- წერს ეკატერინე სხილაძე.

მსგავსი სიახლეები