ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს
Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ სანაიას პოსტი შალვა პაპუაშვილს ეხებოდა. ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტი Facebook პოსტის გამო მცხეთის იზოლატორშიი ორი კვირით მოსამართლე ზვიად ცეკვავამაც გაუშვა.
მაშინ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის საბაბი შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტი იყო.