ისეთ ადამიანს უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ანტიქართული პოზიციებით გამოირჩევა - გიორგი მშვენიერაძე

01.04.21 18:54
ისეთ ადამიანს უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ანტიქართული პოზიციებით გამოირჩევა - გიორგი მშვენიერაძე

იურისტი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ ისეთი ადამიანის შემოშვება ქვეყანაში, რომლის ვიზიტიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას დარტყმას აყენებს, კანონის საწინააღმდეგო ქმედებაა.

ისეთი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, როგორიცა უწესრიგობის წარმოშობა საკუთარ ქვეყანაში, მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა, ხელისუფლებამ უარი უნდა განაცხადოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაზე. ჩვენი სახელმწიფო ასეთ ნორმებს იყენებს ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ბევრი ჩანაწერი გვინახავს, როგორ ეუბნებიან უარს მებაჟეები უცხოელებს, ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობს არ აღიარებს, ღიად ანტიქართული პოზიციებით გამოირჩევა, ასეთს უშვებ საქართველოს ტერიტორიაზე - აღნიშნავს იურისტი.