იუსტიციის მინისტრმა პოსტი დატოვა

01.04.21 19:22
იუსტიციის მინისტრმა პოსტი დატოვა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, თანამდებობა დატოვა.

 მოგეხსენებათ, რომ ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე გადადგა თანამდებობიდან. ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე რატი ბრეგაძე წარადგინეს, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

გოჩა ლორთქიფანიზე 2020 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2020 წლის დეკემბერში ის არჩეულ იქნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ. 

მსგავსი სიახლეები