"ზურაბიშვილი ქაჯების არმიაში ჩაეწერა"- გია ვოლსკი
სალომე ზურაბიშვილი ისედაც ამბობს ხოლმე, რომ ქაჯები მიდიან და არა მოდიან, ეხლა თვითონ ჩაეწერა აი ამ ქაჯების არმიაში - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილზე უშველებელი რესურსი დაიხარჯა და ლიდერად არ გამოდგა და ამიტომ ამბობს, რომ ლიდერის გარეშე რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია.
"ოცნების" ლიდერი თქმით, სერბეთში აბსოლიტურად განსხვავებული პროცესები განვითარდა.
"ნუ, სალომე ზურაბიშვილი გარკვეულად თავს იმართლებს იმასთან დაკაშირებით, რომ უშველებელი რესურსი დაიხარჯა მასზე და ლიდერად არ გამოდგა და ლიდერის გარეშეც შეიძლება რაღაცის გაკეთება ამბობს, მაშინ, როცა სერბეთში აბსოლიტურად სხვანაირი პროცესები განვითარდა. ტენდენციები სახეზეა და გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება რომ არა მუდმივად აი ეს, როგორც სალომე ზურაბიშვილი ახასიათებს აი ეს ქაჯების ყოველდღიური შემოტევა, ყოველღიური.
სალომე ზურაბიშვილი ისედაც ამბობს ხოლმე, რომ ქაჯები მიდიან და არა მოდიან, ეხლა თვითონ ჩაეწერა აი ამ ქაჯების არმიაში." - აცხადებს გია ვოლსკი.