"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ამბობს, რომ საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება.
როგორც კალასი ამბობს, იანვარში ევროკავშირი მეტად უნდა ჩაუღრმავდეს საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს.
ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას კალასმა ხაზგასმით თქვა, რომ "ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა".
მისი თქმით, არ ხდება "ოცნების" მხრიდან ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა.
განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია - განაცხადა კალასმა
გვექნება უფრო საფუძვლიანი დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებთან იანვარში, იმასთან დაკავშირებით, თუ უკეთესად, როგორ დავეხმაროთ ხალხსა და მათ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“.- განაცხადა კალასმა.
ასევე ნახეთ: