კალასი პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას
"განიხილავთ თუ არა საქართველოს მიმართ დამატებითი ზომების მიღებას? მაგალითად, სავიზო შეზღუდვების გაფართოებას, რომელთა მოქმედების ვადაც მარტში იწურება, ან საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სხვა შესაძლო სანქციების დაწესებას?" - ეს კითხვა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს ევრონიუსის ჟურნალისტმა დაუსვა.
როგროც კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ "ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება".
დისკუსია იმ მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მართალია, რომ იმ მომენტისთვის ყველა წევრი სახელმწიფო ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა. ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, დისკუსიები გრძელდება.
ახლა, რაიმე რეაგირების განხილვისთვის ჯერ ადრეა, როგორც ვთქვი, იანვარში გვექნება უფრო ღრმა მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შევიმუშაოთ რეაგირება ისე, რომ მკაფიოდ ვაჩვენოთ: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებებს და ზურგს არ ვუქცევთ ქართველ ხალხს, რომელთაც რეალურად სურთ, რომ ისინი იყვნენ ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ამავდროულად, მკაფიო გზავნილები გავუგზავნოთ მთავრობას, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამგვარ პოლიტიკას", - განაცხადა კაია კალასმა.