ქართულ პოლიტიკურ ელიტას არეულობის დასრულება არ სურს - ვიოლა ფონ კრამონი

02.04.21 10:35
ქართულ პოლიტიკურ ელიტას არეულობის დასრულება არ სურს - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის ერთობლივ განცხადებას  კრამონი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ​ეხმაურება

"წამყვანი ევროპარლამენტარების ნათელი განცხადებაა საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ჩვენთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ძალიან იმედგამაცრუებელია იმის აღქმა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულება არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს"- წერს ვიოლა ფონ კრამონი. 

ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.