ეკონომისტი ხსნის, როგორ შეუძლია "ოცნებას" ერთი გადაწყვეტილებით საწვავის ფასი დღესვე, მინიმუმ 25 თეთრით გააიაფოს
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის" დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი ხსნის, რამდენი თეთრით შეიძლება საწვავის ფასის გაიაფაბა, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" საწვავზე აქციზს შეამცირებს.
ეკონომისტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ტყუის, როცა ამბობს, რომ აქციზის შემცირებით საქვავის ფასი არ დაიწევს.
კობახიძე რომ ეკონომიკაში ძლიერი არ არის, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ტრაგიკულია ის, რომ პრემიერ მინისტრი გამოდის და პირდაპირ იტყუება. აქციზის ცვალებადობით დღესვე, ახლავე შესაძლებელია, ერთ ლიტრის ღირებულება 25 თეთრამდე შემცირდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო დაწყებული შეერთებული შტატებიდან, გაგრძელებული გერმანიით და თუ გნებავთ პოლონეთით დამთავრებული.
მოდი, მოსახლეობას საკუთარი ფული მისივე ჯიბეში დავუტოვოთ, რომელიც გაცილებით უკეთ განკარგავს ამ თანხას"- ამბობს ბაირახტარი.
სტატისტიკის მიხედვით, დიზელი 61%-ით გაძვირდა, ბენზინი 37 პროცენტით.
დღეს ირაკლი კობახიძის კომენტარიდან გაირკვა, რომ საწვავზე გადასახადების შემცირებას არ განიხილავს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი