28 ნოემბერს მე ვიქნები თქვენთან - სალომე ზურაბიშვილი დიდ აქციას უერთდება

05.11.26 19:16
28 ნოემბერს მე ვიქნები თქვენთან - სალომე ზურაბიშვილი დიდ აქციას უერთდება

სალომე ზურაბიშვილი 28 ნომებერს თბილისში დადდმილ აქციას უერთდება - განცხადება ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთიდან გააკეთა. 

"მე ვებრძვი ჩემს ირგვლივ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით გამოირჩევა რაღაც ტიპის დეპრესიით. ამით თქვენ ხდებით რუსული პროპაგანდის გამტარებლები. ბრძოლა თქვენს თავზე გამარჯვებით იწყება. 28 ნოემბერს ყველანი უნდა ვიყოთ ერთად. უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენ შეგიძლიათ.

ამ აქციას ოპოზიცია-ც გეგმავს ეს არის მთელი საზოგადოების [პროტესტი] 28 ნოემბერს გამოვიდა მთელი საზოგადოება და ეს მთელი საზოგადოება გამოვა წელსაც.

მე მაშინ კი არ ვიქნები მარტო თქვენთან ერთად, მე ვარ თითქმის ყოველ შაბათს აქციაზე, ვიქნები თქვენთან ბოლომდე"- თქვა ზურაბიშვილმა facebook live-ში ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ. 

თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 2 წლისთავზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა.

მსგავსი სიახლეები