შეხვედრა ისრაელის ელჩთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იციან რატომ იჯდა ივანიშვილის გვერდით ლევან ქარუმიძე და არა კობახიძე
შეხვედრა ისრაელის ელჩთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იცინ რატომ და რა ფუნქციით იჯდა გორგასლის ცენტრალურ ოფისში შემდგარი შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე ლევან ქარუმიძე და არა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
ივანიშვილის გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ შეხვედრის საკითხებზე ინფორმაცია არ აქვთ.
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ახლა პირველად გავიგე ინფორმაცია, შეხვედრას წინ თავისთავად არაფერი არ უდგას, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს, მე არ მაქვს ინფორმაცია. თავისთავად ფაქტი, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ისრაელის ელჩს, ამაში ვერაფერს გასაკრიტიკებელს ვერ ვხედავ.
რა ფუნქციით იჯდა (ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე) არ ვიცი, ვერ გეტყვით". - ამბობს გიორგი გაბუნია
"თქვენ რატომ წევთ ამ ტემას, საინტერესოა, რატომ აკეთებთ ამ სიუჟეტს", - ამბობს ნინო წილოსანი.
თავდაპირველად შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციით თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.