რუსეთი მტერი არაა - ოთარ ფარცხალაძე

06.11.26 23:03
რუსეთი მტერი არაა - ოთარ ფარცხალაძე

რუსეთში გაქცეული ოთარ  რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოს მომავალს მხოლოდ ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ხედავს. სანქცირებული ექს-პროკურორი, რომელიც საქართველოში ძებნილადაც არის გამოცხადებული, წლების შემდეგ პირველადდ ალაპარაკდა. კაცი რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაულს ედავებიან, ამბობს, რომ რუსეთი მტერი არ არის.

პრორუს ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში ფარცხალაძემ თქვა, რომ რუსეთის დუმაში "ბევრი მეგობარი" ჰყავს და "ყველა გვეხმარება, ყველას უნდა აღდგენა დიპლომატიის".

რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი, რუსეთი მტერი არაა. რა თქმა უნდა, რთული იქნება. 9 წელი, რაც იყო, იმათი თარეში. რამაც მიგვიყვანა აქამდე. იქიდან უცებ ავიღოთ და "აბა დაგვიბრუნეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩქარა" და ვსიო, მოვტრიალდეთ, ეს აღარ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და ურთულესი გზა ელოდება საქართველოს.

მე ექსპერტი ვარ დუმაში, ესენგეს კომიტეტში, კალაშნიკოვთან, იქ ბევრი მეგობარი გვყავს, ყველა გვეხმარება, ყველა არის მოხარული ამით, რომ იქნებ საქართველოსთან... ყველას უნდა აღდგენა დიპლომატიის.

მე დარწმუნებული ვარ, ქართველებსაც უნდათ, ალბათ, მოვა ეგ დრო აუცილებლად, ეს რეალობაა, ამას ვერ გავექცევით, მეზობლებს არ ირჩევენო, ხომ გაგიგიათ" - თქვა ყოფილმა გენპროკურორმა." - თქვა ფარცხალაძემ.