5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში ხვალ განახლდება
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.
სხდომები ასევე გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.
საქმის არსებითი განხილვა დღეს, 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე 8 სხდომის ჩატარება მოესწრო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.