სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სატვირთო ბორანის შესვლაზე გამოძიება დაიწყო

09.11.26 12:39
სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სატვირთო ბორანის შესვლაზე გამოძიება დაიწყო

სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სატვირთო ბორანის შესვლაზე გამოძიება დაიაყო. 

  • ცნობილია, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში 31 ოქტომბერს ოჩამჩირის პორტში შევიდა, ადგილზე 5 დღეს დარჩა და ოჩამჩირის პორტი 5 ნოემბერს დატოვა.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიებას  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებენ, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლას.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საზღვაო სივრცის ტერიტორიული ზღვის ნაოსნობისთვის დახურულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვაო აკვატორიაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი FIRUZE G.

აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებმაც მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლას.