ბერდია სიჭინავა: მაინტერესებს, მომემართება თუ არა დადგენილება ნორა კვიციანის უფლების დარღვევის შესახებ, როცა მე ვმონაწილეობდი მის გამართლებაში?
მაინტერესებს, მომემართება თუ არა დადგენილება ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, როცა მაშინ მე ვიყავი პროკორური და ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში? - ეს კითხვა დასვა გახარიას გუნდის წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.
სიჭინავას ასევე აინტერესებს ეხება თუ არა მას სულხან მოლაშვილის ქეისიც - "იმიტომ რომ მე ვიყავი პროკურორი, რომელმაც დაზარალებულად ცნო მისი ოჯახი და აგარაკი დაუბრუნა".
ამით პარტია "საქართველოსთვის" წევრი დაეთანხმა "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობას, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბერდია სიჭინავა: მტკიცებულებათა წარდგენის ეტაპზე, ჩვენც გვაქვს წარმოდგენილი მათ შორის მტკიცებულებები და რეგლამენტი გვეუბნება, მტკიცებულებათა განხილვის ეტაპში უნდა მიიღოს მონაწილეობაო და განმარტებები დააფიქსირონ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებითო.
მაგალითად მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს დასკვნა საგამოძიებო კომისიის, რომელზეც ყველა ვთანხმდებოდით, რომ ეს არი იყო ჭეშმარიტება და რაღაც ეტაპზე უნდა მომხდარიყო გამოკვლევა ამ მტკიცებულების. ბატონი მოსარჩელე გამოდიოდა და იძახდა, რომ ყველა ეს ფაქტი, რაც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არის მითითებული, მიემართება ყველა პარტიასო. მაგალითად ნორა კვიციანის ქეისი, რომელიც არის მითითებული ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, მე ბერდია სიჭინავას მომემართება თუ არა, უნდა მაინტერესებდეს, იმიტომ მე ვარ პროკურორი, რომელმაც 2016 წელს მიიღო დადგენილება ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და მე ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში. მაინტერესებს, სულხან მოლაშვილის ქეისი მომემართება მე თუ არა, იმიტომ, რომ მე ვიყავი პროკურორი, რომელმაც დაზარალებულად ცნო მისი ოჯახი და აგარაკი დაუბრუნა. ამიტომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპს აქვს ძალიან დიდი და არსებითი მნიშვნელობა.
მოსამართლე რევაზ ნადარიაია: ანუ რა ვქნათ, განაჩენები წავიკითხოთ, რომ გავარვკიოთ მოგემართებათ თუ არა? რა უნდა ვქნათ პრაქტიკულ შეკითხვას გისვამთ.
ბერდია სიჭინავა: მაგალითად მოსარცელე მხარეს აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებად საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ეს დასკვნა უნდა წარმოვადგინოთ წერილობით რაღაც საკითხებზე, რომელზეც თვითონ სურს რომ გაამახვილოს ყურადღება და შემდეგ ჩვენ პოზიციები უნდა გავხატოთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ეს არის მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევის ეტაპი.