ექსპრემიერის ახალი წერილი და მწვავე ბრალდებები - რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“
პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე "ოცნებაში" საუბარი უჭირთ. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ თუკი ექსპრემიერს საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად მტკიცებულებები გააჩნია, უნდა გაასაჯაროოს. ამასთან, "ოცნების" წევრების სხვა ნაწილი ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.
წერილების წერის ნაცვლად, თქვას სიმართლე, თუ რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს, მათ შორის, ის წერილი თუ ვინმემ მიწერა, თუ აქვს რაიმე ინფორმაცია მის ადვოკატს, თუ ის, რაც ამოიღეს მისი სახლიდან, არ იყო მისი. თუ ჩათლის შესახებამისი ორგანო, რომ გამოძება უნდა დაიწყონ, დაიწყონ. მე ვფქირობ, რომ მან აღიარა საკუთარი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იხდის სასჯელს. მე არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, მითუმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, მითუმეტეს ზურგში და მითუმეტეს - დანა, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
გიორგი გაბუნია მედიის კითხვას მოკლედ პასუხობს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში "ჯანსაღი მართლმსაჯულებაა".
საქართველოში მართლმსაჯულება არის ისეთი ჯანსაღი, როგორც არასდროს, - ამბობს გიორგი გაბუნია.
კახა კალაძე კი მომენტარისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამ თემაზე ახალს ვერაფერს იტყვის.
ირაკლისთან დაკავშირებით მე რამდენჯერმე გავაკეთე განმარტება, შეფასებებიც, შესაბამისად, ახალს აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, - ამბობს კალაძე.
პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
როგორც ღარიბაშვილი წერს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება.
„ეს არის "კენგურუს სასამართლოს" კლასიკური ნიმუში“ - წერს ღარიბაშვილი და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს.