ზუსტად ისეთივე პროტესტი გამაჩნია მე, მაგრამ სოლიდურობა არ უნდა დაკარგო - კვირიკაშვილი

02.04.21 11:02
ზუსტად ისეთივე პროტესტი გამაჩნია მე, მაგრამ სოლიდურობა არ უნდა დაკარგო - კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერი გიროგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების და ოპოზიციის წინააღმდეგ. კვირიკაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტის, პოზნერის ჩამოსვლა მისთვისაც მიუღებელი იყო, თუმცა ის ოპოზიციას  და სამოქალაქო აქტვისტებს პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. 

მე ვფიქრობ რომ მოსახლეობის პროტესტი,პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სამართლიანი და არასწორია რომ ამის თავიდან აცილება არ ხდება. ზუსტად ისეთივე პროტესტი გამაჩნია მე იმ ადამიანების მიმართ ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. უფრო მეტიც რუპორია პირდაპირ კრემლის ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არის საკითხი როგორ გამოხატავ ამ პროტესტს ჩემი აზრით, რაღაც ზღვარი,რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. ასეთი ნაძირალა საქართველოს მტერი ბევრია, მაგრამ სოლიდურობა არ უნდა დაკარგო და წონასწორობა პროტესტის გამოხატვის დროს.ასეთი აჟიოტაჟი და გამოხატვის ფორმები არ არის სწორი. პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას ავირჩევდი, მაგალითად მისვლა იქ, დადგომა და ჩვენება, რომ თქვენი ჩამოსვლა ჩვენთან არ არის მისალმებული საქართველოს მოსხლეობის მიერ,- ამბობს კვირიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები