მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს

10.11.26 23:26
მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი თვლის, რომ დაფონანსება, რომელსაც საპატრიარქო ხელისუფლეისგან იღებს, გამჭვირვალე უნდა იყოს. 

ამის შესახებ მაღალმა იერარქმა, იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა. 

მისივე შეფასებით, მაღალი იერარქები "ვერ ამბობენ სიმართლეს, რადგან ეკლესია ძირითადად სახელმწიფოსგან ფინანსდება". 

"ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს, ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი იმიტომ რომ ძირითადად ფინანსდება სახელწმიფოსგან ეკლესია. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდი იყოს [დაფინანსება] გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა უნდა იცოდეთ თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ იცის, შეიძლება, ზოგოერთებმა თქვან, რომ გამჭვირვალე არისო, ყველაფერი ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ, შიგნით რა ხდება "- თქვა მან. 

ამასთან, ქადაგებისას მაღალმა იერარქმა ახსენა 2012 წელს გამოჟონილი ე.წ. კრეფსები და თქვა, რომ მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო. 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ "პატრიარქის კრიტიკაც შესაძლებელია". 

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, რომ მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) პატრიაქობის კანდიდატი იყო.

2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) 9 ხმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები