"ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე!" - ნიკო კვარაცხელიას დედა

11.11.26 12:03
"ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე!" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე!" -ასე გამოეხმაურა თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხალიას დესდა, იზა ომაძე გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე პოლიციელების დაკავებას. 

მან  თემურ ხადურის დედას, ნინო გვიშიანს სოლიდარობა გამოუცხადა და გამძლეობა უსურვა. 

ცნობისთვის, ომაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მოქმედმა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძის და ბესარიონ კავილაძის აღიარებითი ჩვენებები დამალა.

იზა ომაძის თქმით, სწორედ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო, დააკავა ჭელიძე და კავილაძე და აიყვანა წყნეთის განყოფილებაში, სადაც მაშინ განყოფილების უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი იყო. 

მსგავსი სიახლეები