რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
„ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.
„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.