პლენუმმა ენმ-სგან მოითხოვა განმარტება, ახორციელებდა თუ არა პარტია კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე

12.11.26 17:30
პლენუმმა ენმ-სგან მოითხოვა განმარტება, ახორციელებდა თუ არა პარტია კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე

სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლეების კითხვებს "ნაციონალურმა მოძრაობამ" უპასუხა. პლენუმი ითხოვდა განმარტებას, ახორციელებდა თუ არა პარტია კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რამდენად იყო დაკავშირებული "ნაცმოძრაობის" ნაბიჯები იმ დროინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან. 

მოსამართლე გოგა კიკილაშვილი: 2004-2012 წლებს შევეხები, ამ პერიოდში თქვენი პარტია ფლობდა თუ არა რეალურ პოლიტიკურ კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მათ შორის ვგულისხმობ სამართალდაცავ ორგანოებს, პენიტენციურ დაწესებულებებს. 

ლევან ბეჟაშვილი: კი საპარლამენტო კონტროლის ნაწილში, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობის სახით, ბუნებრივია, ეს საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდა. 

გოგა კიკილაშვილი: აქ ვგულისხმობ პოლიტიკური კონტროლის განხორციელების უფლება ქჰონდა თუ არა მმართველ პარტიას.

ლევან ბეჟაშვილი: არ ჰქონდა და არ უნდა ჰქონოდა. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: ძალოვანი მინისტრები იყვნენ პირდაპირ დაქვემდებარებაში პრეზიდენტთან, ეს არაფერს ნიშნავს? როგორიც იყო განსხეულებული სახელმწიფო და პარტიის ლიდერობა ... 

ლევან ბეჟაშვილი: ეს არის ხატოვნად ნათქვამი, სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებაში შედიოდა კონსტიტუციით შედიოდა სამართალდამცავი უწყებების, სამი თანამდებობა იყო თუ არ ვცდები, მათი ნომინირება და მთავრობაში წარდგენა. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: როდესაც შეუძლია დანიშნოს ან გაათავისუფლოს პარლამენტის გარეშე პირი, ხო ფაქტია, რომ დანიშნავს იმ პირებს, ვინც მის პოლიტიკას განახორციელებს და გაათავისუფლებს მაშინ, როცა არ ახორციელებს?

ლევან ბეჟაშვილი: არა, ძალიან არასწორი ინტერპრეტაციაა. როცა სახელმწიფოს მეთაური იღებს გადაწყვეტილებას საკადროს საკითხზე, ის შეიძლება პარტიის წევრებსაც ეხებოდეს, მაგრამ არ იღებს გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული კუთვნილების მიხედვით. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი არ იყო პარტიული სტრუქტურის ხელმძღვანელი.  პარტიას ჰყავდა გენერალური მდივანი. 

მსგავსი სიახლეები