რატომ მიანიშნა ენმ-მ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე და რა კითხვები ჰქონდა მოსამართლეს

12.11.26 17:56
რატომ მიანიშნა ენმ-მ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე და რა კითხვები ჰქონდა მოსამართლეს

მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" მათი ხელისუფლების დროს გამოუძიებელ საქმეებზე გაუმახვილა ყურადღება, ისაუბრა მკვლელების წახალისებაზე და ენმ-ს ჰკითხა, იყო თუ არა ამაში დამნაშავე და პასუხისმგებელი მათი ხელისუფლება. 

ლევან ბეჟაშვილმა ევა გოცირიძის კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რასაც სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

საქმეში ჩაერთო ანა წითლიძეც - პოლიტიკოსმა ევა გოცირიძეს უთხრა, რომ "ოცნების" მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსად დამდგარა ენმ-ს ლიდერების პასუხისმგებლობა. წითლიძემ მაგალითად ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე მოიყვანა.

საბოლოოდ სიტყვიერი შელაპარაკება იქამდე მივიდა, რომ წითლიძემ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე მიანიშნა. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: დანაშაული როდესაც ხდება სახელმწიფოს აგენტის მიერ სიცოცხლის მოსპობა და ძალის გამოყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობდა ამის აბსოლუტური აუცილებლობა. მეორე - გამოუძიებლობა, როდესაც ყველა შემთხვევაში არის სახელმწიფო დამნაშავე და კიდევ წახალისება ყოველივე ამის, იმიტომ რომ როდესაც ხდება წახალისება მკვლელების, ამას როგორ შეაფასებდით? აი ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე? მმართველი პარტია არ არის ამაში დამნაშავე?

ლევან ბეჟაშვილი: ამ ყველაფერი მე პოლიტიკური მოტივაცია დავინახე. ეს ჩემი აღქმაა. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: ბატონო ლევან რაც ამ საქმის განხილვა დაიწყო, მას შემდეგ ვსაუბრობთ ჩვენ ფაქტების ატრიბუციაზე. ეს დანაშაულებრივი ფაქტები არ უნდა შეერაცხო "ნაციონალურ მოძრაობას"?

ლევან ბეჟაშვილი: შეერაცხოს - ეს სამართლებრივი ტერმინოლოგიაა? 

მოსამართლე ევა გოცირიძე: კარგით ატრიბუცია დავარქვათ.

ლევან ბეჟაშვილი: პარტიას არ შეიძლება შეერაცხოს დანაშაული, როგორც თქვენ აღნიშნეთ. 

მოსამართლე ევა გოცირიძე:ნახეთ, გამოუძებლობასა და წახალისებაზეა საუბარი. 

ლევან ბეჟაშვილი: პოლიტიკური კონიუქტურით იყო ეს კითხვა დასმული, რომლის გავლენა საგამოძიებო კომისიაში მრავლად არის და შეიძლება მოსამართლესაც ჰქონოდა ამის განცდა. 

ანი წითლიძე: ქალბატონო ევა, ვაზაგაშვილის აფეტქების საქმეზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, არავის პასუხისმგებლობა არ დამგარა. ენმ-ს ლიდერებზე რომ არ დამგარა იმას ვგულისხმობ. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: აქ საუბარია იმ პასუხისმგებლობაზე, რომ თქვენი მმართველობის პერიოდშიმოხდა ეს ყვეალფერი.

ანი წითლიძე: ვაზაგაშვილის მამის აფეთქების საქმეა ეს ქალბატონო ევა და არ მომხდარა ჩვენი ხლისუფლებსი დროს. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: ვინ ჩაიდინა ეს და ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ.

ანი წითლიძე: და ჩვენ რა შუაში ვართ, ნაციონალური მოძრაობა. არა ქალბატონი ევა, ახლა თქვენი აცილების საკითხს ხომ არ დავაყენებთ?