ირაკლი კობახიძეს დუბლინში პროტესტით დახვდნენ

12.11.26 18:09
ირაკლი კობახიძეს დუბლინში პროტესტით დახვდნენ

დუბლინში ირაკლი კობახიძეს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ. კადრებში, რომელსაც "პირველების" რედაქცია იღებს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი მათ ინტერესებს არ წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს.

მთავარობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო.