გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი! მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია - წითლიძე

12.11.26 19:07
გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი! მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია - წითლიძე

პარტიების აკრძალვის პროცესზე  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს  სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუსვა კითხვები. 

მოსამართლეთა პლენუმის წევრმა თქვა, რომ მაშინ სახელმწიფომ ამ საქმეზე ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„სხვათა შორის, მე ვესწრებოდი ამ საქმის [გირგვლიანის საქმის] განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და კარგად მახსოვს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, რა არგუმენტი წარმოაყენა. მე გეუბნებით დანამდვილებით - მან თქვა, რომ მკვლელები იმ წუთას სამსახურებრივ უფლებამოსილების არ ასრულებდნენ, არ ეცვათ სამსახურის ფორმა და ეს, პირად კონფლიქტად უნდა იქნეს განხილულიო. მხოლოდ ამიტომ მოხდა ის, რომ მეორე მუხლის არსებითი განხილვა არ იქნა დადგენილი, თუმცა თუ გახსოვთ და ალბათ, ამას ვერ უარყოფთ, რომ მაშინ სახელმწიფომ უარი თქვა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და როდესაც ევროპულმა სასამართლომ მას მოსთხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა მკვლელებსა და სუფრის მონაწილეებს შორის, მიუხედავად რამდენიმე თხოვნისა, სახელმწიფომ უარი თქვა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და ამას მოჰყვა კიდევაც კონვენციის 38-ე მუხლის ცალკე დარღვევის აღიარება, სწორედ იმის ნიშნად, რომ სახელმწიფომ არ ითანამშრომლა. აი, ეს ინფორმაცია, რომ გადაცემული ყოფილიყო არ არის გამორიცხული, მეორე მუხლის არსებითი დადგენაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, ისეთი საუბრები, რომ სახელმწიფოს ერჩივნა 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო, რა იყო ამ საუბრებში“ , - გააცხადა ევა გოგიძემ.

მოსამართლეს ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა უთხრა, რომ ის  პირად შთაბეჭდილებას აზაიარებდა სხდომაზე.

" ჩვენი პირადი შთაბეჭდილებებიც ძალიან მძიმე არის ამ საკითხთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ბეჟაშვილმა, რაზეც გოცირიძემ უპასუხა: „იმედია“.

ამის შემდეგ ანა წითლიძემ გოცირიძის აცილების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან ენმ-ის ლიდერის თქმით, მოსამართლე ევა გოცირიძე წინასწარ გამოხატავს აზრს, მაშინ მისი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. 

რომელი აზრი გამოვხატე, მაგალითად? [ვთქვი], ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით-მეთქი. არ უნდა მქონდეს ამის იმედი?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

„ქალბატონო ევა, გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი, მაგრამ გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების მიმღები, რასაც მე დღესაც ვაპროტესტებ, იყო ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც არის სასამართლო სისტემაში. ამიტომ, თქვენი კითხვის პასუხად არის სწორედ ეს. თქვენ ცდილობთ, რომ იმ დროს, მომხდარი შეცდომები, გადაცდომები კონკრეტული პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, განაზოგადოთ მთელ ნაციონალურ მოძრაობაზე, მათ შორის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ, 2012 წლიდან ვართ „ნაციონალურ მოძრაობაში"- თქვა წითლიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები