დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს - ლომჯარია კალაძეზე
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი კომენტარები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს.
რა თქმა უნდა, ამ განცხადებას შევისწავლით. წინასწარ არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგან წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს. ალბათ წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე, იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებებს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, კახი კალაძე დღეს მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა, რომ თუ მის თემებს არ გააშუქებენ, მათთან ურთიერთობას გადახედავს.