მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა - სააკაშვილი ტიკარაძეზე
"მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემგან გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას.
მისი თქმით, ივანიშვილმა ტიკარაძეს ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია:
კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე, ის, რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა და ბოლოს მან, ტიკარაძემ, შეუერთა თავისი ხმა ჩემს კლინიკაში გადაყვანის მსურველებს.
კოვიდ-პასპორტები იყო ბოლო წვეთი, ახლაც კარგად აჩვენებს ეს ყველაფერს, თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემგან გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა"- აცხადებს სააკაშვილი.