საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით, კისინჯერიც ვერ მოიფიქრებდა - იან კელი კალაძეს
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის რეპლიკაზე, რომელიც კალაძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე გააჟღერა.
საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით. ჩემი აზრით, თვით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას - წერს იან კელი.
ერიკა ოლსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის (საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა)
შემდეგ, თბილისის მერმა ჟურნალისტებს უთხრა: "ვინ არის? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?".