ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობს - დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის

16.11.26 15:30
ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობს - დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის

ევროკავშირის გაფართოების ახალი შესაძლებლობა და ევროპული ოჯახის გაერთიანების პერსპექტივა — საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა ევროკავშირის გაფართოების რეალური შანსი. მან ამ მიმართულებით მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პროგრესი გამოყო, თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაზე საუბრისას საქართველო არ უხსენებია. 

გაფართოება ეხება არა მხოლოდ იმას, რას სთავაზობს ევროპა ახალ წევრებს, არამედ იმასაც, თუ რა მოაქვთ ამ ახალ წევრებს ევროპისთვის. მრავალი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს გაფართოების რეალური პერსპექტივა. მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფინიშის ხაზს უახლოვდება, ალბანეთი შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს, მოლდოვაც და უკრაინაც უდიდესი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ წინსვლას ევროპულ გზაზე — ამის ნახვა მართლაც შთამბეჭდავია. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ წევრობისკენ მიმავალ ამ გზაზე. გაჩნდა ახალი იმპულსი და ამ ახალ იმპულსთან ერთად - შანსი, რომ ევროპის ხალხები გავაერთიანოთ. ავაშენოთ კავშირი, სადაც მეტ ევროპელს შეეძლება მშვიდად ცხოვრება და სადაც ბავშვები მშვიდობასა და კეთილდღეობაში გაიზრდებია, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

მსგავსი სიახლეები