კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია

16.11.26 18:11
კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.

მთავარი არის რა, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. მოხარულები ვართ, რომ ამ კჯუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, 2020 წლის შემდეგ, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები