ჯაფარიძე: ევროპელ ლიდერებს მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოს დაუბრუნდება ევროკავშირის გზას
ჩვენ გვქონდა პირადი საუბარი რამდენიმე მათგანთან, მოლოდინი აქვთ საქართველოს საბოლოო ჯამში დაუბრუნდება ამ გზას, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ევროპის გაფართოების ფორუმზე ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ ამ ფორუმზე საქართველო ერთხელაც არ იყო ანხსენები, პესიმისტურ განწყობაზე მაინც არ არის.
ჩვენ გვქონდა პირადი საუბარი რამდენიმე მათგანთან. ნუ მოლოდინი აქვთ საქართველოს საბოლოო ჯამში დაუბრუნდება ამ გზას, ჩვენც მაგას ვეუბნებოდით, რომ ჩვენ დავბრუნდეთ აუცილებლად ამ გზაზე, თუმცა, ამ წუთში იმასაც ამბობენ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება. მე მაინცდამაინც პესიმისიტურად არ ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ არ იყო საქართველო ნახსენები. ბევრი კარგი და სწორი რამე ითქვა დღეს, მათ შორის ბევრი მიმართულება რომელიც ეხლა რეფორმების მიმართულებით აირჩიეს, ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ ევროკავშირი წლიდან-წლამდე უფრო გაძლიერდება. მათ შორის ცალსახად ითქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება არ იქნება დასრულებული მანამ, სანამ მთლიანად კონტინენტი ამა თუ იმ ფორმით არ იქნება ამ სტრუქტურასთან დაკავშირებული, ან ამ სტრუქტურის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, მათ შორის ბევრი ითქვა იმაზეც, როგორ აპირებს ევროკავშირის, რომ გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა და როგორ აპირებს, რომ გახდეს კიდევ უფრო ძლიერი გლობალური მოთამაშე ევროკვშირი. იმ მომენტში, როდესაც საქართველო დაუბრუნდება ამ გზას, ჩვენ დაგვხვდება ჩემი აზრით, უკეთესი ევროკავშირი, ვიდრე აქამდე იყო - განაცხადა ჯაფარიძემ.