მოსამართლე ნადარაია: მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ხმაურია.
მოპასუხემ, "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გიორგი სიორიძემ აქციის კონტექსტში "რუსული კანონის" გასაპროტესტებელი აქცია ახსენა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. ამის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს სწორი შენიშვნა იყო, რადგან ასეთ კანონს "რუსულ კანონს" არ იცნობს და მას "გამჭვირვალობის კანონი" ჰქვია.
რევაზ ნადარაია: რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე რომ კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. გამჭვირვალობის კანონს თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობას თუ გულისხმობთ გამჭვირვალობით მოიხსენიეთ. კანონი მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. სწორი შენიშვნაა, ვფიქრობ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი, ამიტომ სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგროც არის ეს ოფიციალურ ენაზე, თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ. სწორი შენოშვნა იყო და სწორი პროტესტი იყოს მხარის.
გიორგი სიორიძე: ბატონი არჩილ გორდულაძე როდესაც გამოვიდა და ტქვა, გამჭვირვალობის ქართული კანონიო, მაშინ მეც ვიტყვი, გამჭვირვალობის რუსული კანონი.
რევაზ ნადარაია: ბატონო გიორგი გამჭვირვალობის კანონი თუ არის, მოიხსენიეთ როგორც გამჭვირვალობის კანონი, თუ სხვა კანონი არის, მოიხსენიეთ ისე, როგორც ეს მას ჰქვია. რას დაუძახებთ გარეთ, ეს თვენი გადასაწყვეტია.
გიორგი სიორიძე: ბატონო მოსამართლევ, ქართული კანონიო თქვეს...
რევაზ ნადარაია: ჯერ ერთი ყველა კანონი არის ქართული.
მსგავსი სიახლეები
„თბილისის მერიაში სისტემური კორუფციაა, რომელსაც ხელმძღვანელი პირები ხელს უწყობენ“ - საბა ბუაძე
მისი შეფასებით, დედაქალაქის მერიაში ანგარიშგებისა და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლამ შესაძლებელი გახადა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სერვისებიდან მილიონობით ლარი წლების განმავლობაში უკანონოდ მიეთვისებინათ.