დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა
მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ენმ-ს წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა დააყენა შუამდგომლობა და პლენუმისგან მოითხოვა აკრძალვის საქმის არსებით გადაწყვეტამდე მტკიცების საგნის, მტკიცების ტვირთის, მტკიცების სტანდარტისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტების თაობაზე შუალედური განჩინების ან წერილობითი განმარტების მიღება, "ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პოსტი წაიკითხა.
აღნიშნული დარბაზში გააპროტესტა ზაზა ბიბილაშვილმა და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს უთხრა, რომ მის შუამდგომლობასთან სააკაშვილის პოსტი არაფერ შუაშია.
დაიმშვიდეთ ნერვები! - უპასუხა ენმ-ს წარმომადგენელს გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე: წავიკითხავ თქვენის ნებართვით - "ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ უამრავი ღალატის ხელში შეიქმნა წარმატებული სახელმწიფო წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფის მიერ", - ეს იცით ვისი სიტყვებია, ბატონო მოსართლევ? ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები.
ზაზა ბიბილაშვილი: ეს რა შუაშია ახლა შუამდგომლობაზე პასუხთან, ძალიან დიდი ბოდიში.
არჩილ გორდულაძე: დაიმშვიდე ნერვები და გაჩერდი. რა მნიშვნელობა აქვს და გეტყვით ახლა - მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ითქვა აქ ტყუილი კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან. ბატონმა ზაზამ ახლა ეს ტრიბუნა გამოიყენა და მათ შორის პოლიტიკური გამოსვლისთვის. ჩამოყალიბდით, გაქვთ თუ არა ჩვენს მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე პასუხები.
მსგავსი სიახლეები
როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო - სიორიძე
მანამდე მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა, რამდენად სერიოზულად ეკიდება პარტია არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას და არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვას.