ბერდია სიჭინავა "ოცნებას": კითხვა, ჩაიდინეს თუ არა ქართველებმა ომის დანაშაული, უკვე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია

18.11.26 19:23
ბერდია სიჭინავა "ოცნებას": კითხვა, ჩაიდინეს თუ არა ქართველებმა ომის დანაშაული, უკვე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია

"თვითონ კითხვა, ჩაიდინეს თუ არა ქართველებმა ომის დანაშაული, უკვე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია" - ასე უპასუხა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ "ოცნების" კითხვას, რომელიც 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეეხებოდა.

  • კერძოდ, მოსარჩელე მხარემ იკითხა სადავო პუნქტების გამო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით წინა ხელისუფლებამ აღიარა თუ დაიბრალა, კონფლიქტის ესკალაცია და არაპროპორციული ძალის გამოყენება?

სიჭინავამ "ოცნების" წევრებს პირდაპირ უთხრა, რომ სასამართლოში ამმგვარ განცხადებებს ლავროვის უწყებბა თავლს ადევნებს და შესაძლოა აღნიშნული ჟენევაში მის სასარგებლოდ გამოიყენოს.  

„თქვენთვის თუ 2008 წლის ომი არის ნაცმოძრაობასა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარე ომი, ეგ არის სხვა. დღეს, ჩვენ რომ ქართველები აქ ერთმანეთს ვადანაშაულებთ, რაღაც რეზოლუციას რომ მოვაწერეთ ხელი, თუ შეიძლება ჩივიდინეთ თუ დავიბრალეთ ეს დანაშაული, მე ვფიქრობ ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი. 
საქართველო არის  ოკუპირებული ქვეყანა, რუსული აგრესიის მსხვერპლი. არცერთი ომის დანაშაული, არცერთი აგრესიის დანაშაული, საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ სამხედრო შენაერთებს არ ჩაუდენიათ.

წარმოუდგენელია, რომ დღეს ამ საკითხს ვიხილავთ მოსარჩელე მხარის ინიციატივით საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართულ სასამართლოში, სადაც ქართველები ერთმანეთს ვუსვამთ შეკითხვას, ჩაიდინეს თუ არა ქართველებმა ომის დანაშაული, თვითონ კითხვაც კი არის უკვე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი. აი აქ ამ საჯარო სხდომაზე გარჩეული საკითხი, რომელსა დარწმუნებული ვარ, რომ ლავროვის საგარეო უწყება ადევნებს თვალს, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ხვალ ჟენევაში და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში". - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.