დეპუტატები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ - "საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს.
მე-9 მოწვევის პარლამენტის ყევლაზე პასიური დეპუტატების სია ასეთია:
- რუსლან გაჯიევი
- ვალერი გელაშვილი
- პაატა გოგოხია
- ელგუჯა გოცირიძე
- მახირ დარზიევი
- მუხრან ვახტანგაძე
- ჯუმბერ იზორია
- ზაზა კედელაშვილი
- თეიმურაზ კოხრეიძე
- იოსებ მაკრახიძე
- სამველ მანუკიან
- ენზელ მკოიანი
- რომან მუჩიაშვილი
- რამაზ ნიკოლაიშვილი
- დიმიტრი სამხარაძე
- ერეკლე ტრიპოლსკი
- გოდერძი ჩანქსელიანი
- ირაკლი ხახუბია
- ვიქტორ ჯაფარიძე
- ლევან ბეჟანიძე
მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:
სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)
ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - სერგი კაპანაძე (454)
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)
ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)
პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - კობა ნაყოფია (163)
პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - შოთა შალელაშვილი (33)
კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)
კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - ნატო ჩხეიძე (40)
"საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიშში ასევე გამოქვეყნდა ზოგადი სტატისტიკა მე-9 მოწვევის პარლამენტის შესახებ.
სტატისტიკის მიხედვით, მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა (მათ შორის - 5 საგანგებო და 47 რიგგარეშე). კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა.4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო 2204 კანონი, აქედან ყველაზე მეტჯერ მთავრობის ინიციატივებს დაუჭირა მხარი
მინისტრის საათი 14-ჯერ შედგა. 2020 წლის განმავლობაში განრიგის თანახმად 11 მინისტრის საათი უნდა ჩატარებულიყო, აქედან 7 შემთხვევაში არ ჩატარებულა.