გიორგი ზურაბაშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალური წარმომადგენლი, გიორგი ზურაბაშვილი მინსკში ვიზიტისას ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვსა და მის მოადგილეს პაველ უტიუპინს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბელარუსის საელჩომ გაავრცელა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის კონტაქტების გააქტიურების პერსპექტივებს".
"2026 წლის 19 ნოემბერს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ბელარუს-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის განვითარება ყველა დონეზე და ეკონომიკური კავშირების გაფართოება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის კონტაქტების გააქტიურების პერსპექტივებს.
გიორგი ზურაბაშვილს ასევე შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი.
განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ბელარუს-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობა. მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ბელარუს-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას". - წერს ბელარუსის საელჩო.