ბოჭორიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

24.11.26 16:49
ბოჭორიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

 მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა - შეხვედრის ამსახველი ფოტოები და განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის Facebook გვერდზე გავრცელდა. 

ბოჭორიშვილი წერს, რომ განიხილეს ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე. გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ"- წერია ინფორმაციაში. 

ვიზიტის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მლოცველები არ მიუშვეს. 

მსგავსი სიახლეები