ივანიშვილმა შეიძლება, ღარიბაშვილს მდინარაძე შეაჭმევინოს - გია ხუხაშვილი

24.11.26 16:50
ივანიშვილმა შეიძლება, ღარიბაშვილს მდინარაძე შეაჭმევინოს - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ივანიშვილის კარზე "კატა-თაგვობანას თამაში" მიმდინარეობს და სწორედ ამ თამაშის ნაწილი იყო მამუკა მდინარაძის დაცვის გარეშე დატოვებაც. 

როგორც პოლიტოლოგი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, მაკა ანდრონიკაშვილთან ინტერვიუში აცხადებს, ახლა "ოცნების" დამფუძნებელი "როგორც მდინარაძეს ისე ციხეში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ეთამაშება".

ხუხაშვილის თქმით, ეს თამაში შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ "ივანიშვილმა ღარიბაშვილს მდინარაძე შეაჭმევინოს".

"მდინარაძის შეჭმა კობახიძის შეჭმას ნიშნავს, თუმცა ჯერ კობახიძემ უნდა შეიტენოს ბოლომდე პარტიების აკრძალვა" - ამბობს ხუხაშვილი. 

ეს არის კატა-თაგვობანას თამაში. ბიძინასთვის ესენი ხომ ადამიანები არ არიან. ეს ბიძინას თამაშია, სხვა მოთამაშე პოლიტიკური იქ არავინ არ არის. კი მეფის კარზე ხალიჩის ქვეშ რაღაცას ტილაობენ, ჭიას ახარებენ კობახიძიდან დაწყებული ყველა, მაგრამ მოთამაშე რასაც ქვია, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და მერე ატამაშებს ამ მრევლს, არის ბიძინა. ის ეთამაშება მდინარაძეს, იქით ეთამაშება ღარიბაშვილს.  შეიძლება, თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული ეს თამაში საბოლოოდ სადამდე მიიყვანს. შეიძლება ახლა ღარიბაშვილს შეაჭმევინოს მდინარაძე, მაგრამ მდინარაძის შეჭმა ნიშნავს კობახიძის შეჭმასაც. სამიზნე ხომ მდინარაძე არ არის. ღარიბაშვილის აქტიურობის სამიზნე არის კობახიძე. როდესაც ეს მომენტი დადგება, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, რადგან კობახიძემ უნდა შეიტენოს ბოლომდე პარტიების აკრძალვა.

ხელისუფლება არის კრიმინალიზებული. ერთი დიდი კრიმინალური ისტორიის ნაწილებზე ვლაპარაკობთ. იგივე ამ ისტორიის ნაწილი არის ფეიქრიშვილები, ციხეში მისი წამება, ვატო ყიფიანი. ეს არის ერთი დიდი კრიმინალური აჯაფსანდალი. შიდა საქმეა აბა, რომელი ქურდული გარჩევა გაგიგიათ თქვენ ტელევიზორში ტრანსლირებული? ომეტას პრინციპი მოქმედებს მაფიაში. მთავარი მაფიოზი ვინ უნდა იყოს?", - ამბობს ხუხაშვილი. 

ასევე ნახეთ:

ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. სახელმწიფო დაცვა მას 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა.

მსგავსი სიახლეები