ანი წითლიძე: „ისკანდერი“ აშშ-ს ექსპერტიზისთვის გადაეცა - მტკიცებულების გაქრობის შესახებ ბრალდება გაბათილდა
ენმ-ს წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, აგვისტოს ომის დროს რუსული რაკეტა „ისკანდერის“ ნამსხვრევები აშშ-ს ექსპერტიზისთვის გადაეცა, კვლევის შედეგები კი ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის სასარგებლოდ გამოიყენეს. წითლიძის თქმით, ნივთმტკიცების გადაცემის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია თავდაცვის სამინისტროში ინახება. ოპოზიციონერის თქმით, შესაბამისად, მტკიცებულების გაქრობის შესახებ ბრალდება გაბათილდა.
ისკანდერი გადაეცა აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შესაბამისი ექსპერტიზისთვის და შესაბამისი კვლევებისთვის. იმისთვის, რომ შემდეგე ს ექსპერტიზაწარდგენილი ყოფილიყო ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ და ჰააგის გადაწყვეტილებას საფუძველი დაედოს მათ შორის იმ ექსპერტიზას, რომელიც ჩატარდა აშშ-ში სიკანდერთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის მიღება-ჩაბარების აქტი, ამის ოფიციალური დოკუმენტაცია არსებობს თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, ეს ტყუილი, რომ ნივთმტკიცება გაქარა - გაბათილდა, - ამბობს ანი წითლიძე.
მსგავსი სიახლეები
იურისტი ხსნის, რატომ უნდა დასვას გვარამიას პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი
იურისტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში დაასახელა სამი გარემოება, რაც, მისივე თქმით, პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.