ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "კაზინოების კანონის" მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა

25.11.26 20:57
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "კაზინოების კანონის" მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  კაზინოებთან დაკავშირებული კანონის მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროდან ვიღაცას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული შეღავათები რაღაცაში აწყობდა და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული. 

მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა ქვეყანაში მის მიერ დარბუნებულ ე.წ. კრიმინალური სამყაროს ვეღარ აკონტროლებს. 

მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ბერა ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლაც - "ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა რომ შვილი ქვეყნიდან გაეყვანა".

თქვენ გახსოვთ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო ორი წლის, სამი წლის, რამდენიც გინდათ, თუ გახსოვთ რომელიმე კანონი, რომელიც რომელიმე საზოგადოების სეგმენტისთვის, რომელიმე სფეროსთვის წარმოადგენს რამე შეღავათებს, გარდა თავიანთთვის რასაც აკეთებენ? მე არ მახსოვს, და ეს არის ერთადერთი გამონაკლისი — თურმე ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მოითხოვს რაღაც შეღავათებს, ყოფილა აზარტული თამაშების სფერო. ხო, გაოცდებით და მეც გავოცდი. ეს რატომ ხდება? ალბათ შეიძლება იყოს ის, რაც უკვე ვახსენე სხვა ადგილას, რომ ეს არის ვიღაცეებთან დაკავშირებული, რომლებიც არიან ავტორები სწორედ ამ კანონის პარლამენტში — ყველას ხომ თავისი სფერო აქვს, რომელსაც უვლის პარლამენტში. ეს ერთი არის.

მეორე არის, რომ რეალურად დღეს ჩვენ ვდგავართ კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე, რომელიც არის ის, რომ კრიმინალური სამყარო წაახალისეს ამ ქვეყანაში, შემოიყვანეს, დააბრუნეს — როგორც გინდათ ისე თქვით — და რაღაცნაირად ვეღარ მართავენ. ის რაც გამოუშვეს ბოთლიდან ჯინი, ვეღარ მართავენ, ვეღარ აბრუნებენ უკან. ამიტომ იძულებული გახდა ბიძინა ივანიშვილი, რომ შვილი ქვეყნიდან გაეყვანა, ჩინეთამდე მიეყვანა, რაც შეიძლება შორს, და ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დაცული იყოს, იმიტომ რომ ისეთი მკაცრი წყობა არის, რომ შეიძლება იქ დაცული იყოს უფრო.

მაგრამ რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კრიმინალურ სამყაროსთან აღარ იციან, როგორ მოიქცნენ, და ერთ-ერთი ფორმა არის ალბათ, რაღაც ნაწილს ამ კრიმინალურ სამყაროდან ეს შეღავათები რაღაცაში აწყობს და ამიტომ იქნა მიღებული. ყველაფერს ჩვენ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ფარული, ყველაფერი ხდება ყველა დისკუსიის, ახსნის მიღმა. ცხადია, პარლამენტში არანაირი მსჯელობა არაფერზე არ არის, და ამ კანონზეც, როგორც წესი არის, არ ყოფილა არანაირი მსჯელობა. მიღებული არის ყველა კანონი შემოტანილი და ნახევარ დღეში, ორ დღეში მიღებული, თავისი კომისიით და ყველანაირი საფეხურით მიღებული არის ისე, რომ არანაირი მსჯელობა ან არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი ერთი ხმა წინააღმდეგ ამ კანონების. ამას ჰქვია ტოტალური", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები